დღეს ბევრს აქვს დილემა რომელი სჯობს: ჩვეულებრივი სიგარეტი თუ ელექტრო სიგარეტის გამოყენება სითხით (ე.წ. ვეიპი)- ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ცდილობს მოწევის შემცირებას ან უფრო ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე გადასვლას.
მოდი, მარტივად განვიხილოთ, რატომ შეიძლება იყოს ვეიპი უკეთესი არჩევანი.

1.ნაკლები მავნე ნივთიერება
ჩვეულებრივი სიგარეტი შეიცავს 7,000-ზე მეტ ქიმიკატს, რომელთაგან მრავალი კიბოს გამომწვევია. ელექტრო სიგარეტის სითხე არ წარმოქმნის წვის პროდუქტებს, რაც ორგანიზმში მავნე ნივთიერებების შეყვანას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, გახსოვდეთ: ვეიპინგიც არ არის სრულიად უვნებელი, მაგრამ ის ნაკლებ რისკს შეიცავს.
2. არ არის ტოქსიკური
ჩვეულებრივი სიგარეტი იწვევს ტოქსიკურ კვამლს და წარმოქმნის 6000_მდე მავნე ნივთიერებას რომელიც ნიკოტინზე მეტად სხვა ქიმიური ნივთიერებებით აზიანებს ორგანიზმს. ვეიპი კი აორთქლებს სითხეს და არ წარმოქმნის წვის პროდუქტებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საფრთხეს.
3. სუნის ნაკლებობა
თუ ოდესმე ყოფილხართ მწეველი ან მწეველთა გარემოცვაში, იცით, რამდენად უსიამოვნო შეიძლება იყოს სიგარეტის სუნი. ვეიპს კი სასიამოვნო არომატი აქვს და ტანსაცმელზეც არ რჩება უსიამოვნო სუნი.
4. კონტროლირებადი ნიკოტინის დონე
ვეიპის სითხე სხვადასხვა კონცენტრაციით არსებობს – ნიკოტინის გარეშე, დაბალი დოზით ან მაღალი შემცველობით. ეს გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ ნიკოტინის მიღება და სურვილის შემთხვევაში თანდათან შეამციროთ იგი.
5. ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია
მართალია, საწყის ეტაპზე ვეიპის შეძენა შეიძლება შედარებით ძვირი ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად იაფია, ვიდრე ყოველდღიურად რამდენიმე კოლოფი სიგარეტის ყიდვა.
6. მრავალფეროვანი არჩევანი და სიამოვნება
სიგარეტს მხოლოდ თამბაქოს გემო აქვს, ხოლო ვეიპის სითხეებს ბევრი განსხვავებული არომატი და გემო. მაგალითად, ხილის, ტკბილი, მენთოლი და სხვა. ასე რომ, ეს მეტად სასიამოვნოა.
7. ეკო-მეგობრულობა
არ არის სიგარეტის ნარჩენები – ელექტრო სიგარეტი არ ტოვებს ფილტრებს,რაც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო არის.
არ აქვს მუდმივი სუნი – ვეიპინგის ორთქლი უფრო სწრაფად ქრება და არ ტოვებს სუნს ტანსაცმელზე ან ოთახში.
დასკვნა – რომელი ჯობია?
✅ ნაკლები მავნე შემადგენლობა
✅ არ ტოვებს მძაფრ სუნს
✅ უფრო იაფია გრძელვადიან პერსპექტივაში
✅ შეგიძლია აკონტროლო ნიკოტინის დონე
✅ გემოს და არომატების ფართო არჩევანი
თუ ეძებთ უფრო ნაკლებ მავნე ალტერნატივას, ვეიპის სითხე ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნამდვილად უკეთესი არჩევანია. თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არც ერთი არ არის 100%-ით უსაფრთხო. საუკეთესო გადაწყვეტილება ყოველთვის სიგარეტისა და ნიკოტინისთვის საერთოდ თავის დანებებაა, მაგრამ თუ არჩევანი ორიდან ერთზე უნდა შეაჩეროთ, ვეიპი აშკარად უფრო გონივრული ვარიანტია.
ასე რომ, ვეიპინგი სიგარეტთან შედარებით გაცილებით უკეთესი არჩევანია!
თუ გინდა სცადო, გადახედე Tom Klark-ის საუკეთესო სითხეებს და Voopoo-სის ელ-სიგარეტის აპარატებს და შეარჩიე შენთვის იდეალური გამოცდილება.
რეზი
ვაა ეს ნამდვილად არ ვიცოდი, საინტერესო ბლოგია 👍👍👍
გიგი
ელექტრო სიგარეტზე ბევრი სასარგებლო ინგორმაცია გავიგე
Datiko
საინტერესო არის კიდევ განაგრძეთ ბლოგის დაწერა, ვეპებთან დაკავშირებით